დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცემათ
Date : 10.03.09 17:28
რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. მათთვის საცხოვრებელ კორპუსებს აეროპორტის გზაზე თავდაცვის სამინისტრო აშენებს.
ამის შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ჯარისკაცების მეუღლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
`თბილისი გადარჩა იმიტომ, რომ მათ გადაარჩინეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. რაც უფრო გადის დრო, არანაირი ეჭვი არ მეპარება, რომ რუსები თბილისში მოდიოდნენ. ის, რომ ჩვენ გადავრჩით და დღეს ბევრად უფრო დაცულები ვართ, თქვენი მეუღლეების სიცოცხლის ხარჯზე მოხდა და ეს ხალხი იმსახურებს, რომ მათ ოჯახებს ჰქონდეთ საცხოვრებელი დედაქალაქში,` – განაცხადა პრეზიდენტმა.


leave a comment