ყველაფერი ქართული პოლიტიკის გარშემო

სუბელიანმა ანტიკრიზისული საბჭოს შეკითხვებს უპასუ

Posted in 1 by beqo123 on 2009/03/12

დევნილის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები აპრილის ბოლოსთვის მოიხსნება. ამის შესახებ დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მიწვეულმა კობა სუბელიანმა განაცხადა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თქმით, `სტატუსის მინიჭების დაგვიანების გამო, არცერთი დევნილი ქუჩაში არ დარჩება და არც ჰუმანიტარულ დახმარებას დაკარგავს`. ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა სუბელიანი მათი წერილების რეაგირების გარეშე დატოვებაში დაადანაშაულეს და ყურადღება დევნილებისთვის გადაცემულ საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს. მათ შეკითხვებსა და პრეტენზიებს სუბელიანმა დეტალური განმარტებებით უპასუხა.

პენტაგონში რუსული არმიის პრობლემებზე საუბრობენ

“აგვისტოში რუსულმა ძალებმა საქართველოს დიდი ზიანი მიაყენეს და დღემდე იქ რჩებიან” – ამის შესახებ კონგრესში მოსმენისას პენტაგონის სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ მეიპლსმა განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსულ თვითმფრინავებს ქართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოგერიება გაუჭირდათ, ამის მიზეზი კი რუსულ სახმელეთო და საჰაერო დანაყოფებს შორის ცუდი კოორდინაცია გახდა. პენტაგონში რუსული არმიის სისუსტეებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მიიჩნევენ, რომ რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ულტრაზუსტი იარაღისა და უპილოტო თვითმფრინავების არქონაა.

საქართველოსა და თურქეთს შორის დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს

“საქართველოსა და თურქეთს შორის დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს ” განაცხადა რეჯებ ერდოღანმა სარფის საბაჟო პუნქტის თურქული ნაწილის გახსნისას, – ეს ძალზე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ მოხდა პუნქტის მოდერნიზება. გვინდა, გავამარტივოთ პროცედურები ჩვენი ხალხისთვის. იმედია, ეს მალე მოხდება. ჩვენ შორის არ უნდა იყოს დაბრკოლება, რადგან გვაქვს ძმური ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანია». სარფში ახალი საბაჟო და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქული ნაწილის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებას საქართველოს და თურქეთის პირველი პირები დაესწრნენ. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პირველად რეგიონში თურქეთი და საქართველო გახსნიან ერთიან სასაზღვრო პუნქტს. საბაჟოზე იქნება ერთიანი შემოწმება და ერთიანი ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზების განსახილველად 12 ოპოზიციური პარტიისა და 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ნათქვამია, რომ «პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივმა რეჟიმმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა». Oოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციიების აზრით, კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა. «მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის პროსპექტზე ერთადერთი მოთხოვნით – მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომა», – ნათქვამია განცხადებაში.

კოკოითმა რუსების ჯარს მიწა 99 წლით გადასცა

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისმა მთავრობამ უკვე გამოყო ტერიტორია რუსეთის ჯარების დისლოკაციისთვის, რომელიც აქ 99 წლით განთავსდება. კოკოითი იმედოვნებს, რომ იგი მალე გააფორმებს ხელშეკრულებას რუსეთთან ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო ვალი 30 პროცენტით გაიზარდა

Posted in რა ხდება ჩვენს თავს by beqo123 on 2009/03/11

2009 წლის მარტისთვის საქართველოს საგარეო ვალი 30 პროცენტით გაიზარდა. უცხოური წყაროების ცნობით, ქვეყნის საგარეო ვალმა ამ ეტაპისთვის შეადგინა 2.575.274.000 აშშ დოლარი. ვალის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული – ლონდონის ბირჟაზე სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით (500 მლნ. დოლარი), ლარის კურსის მერყეობით და აგვისტოს ომის შემდგომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული კრედიტების გამო. ორმხრივი კრედიტების ჩარჩოში ვალმა 507.764 მლნ. დოლარი შეადგინა:

ავსტრია – 1.245 მლნ. დოლარი,

აზერბაიჯანი – 14..387 მლნ. დოლარი,

თურქმენეთი – 211 მლნ.

თურქეთი _ 38.91 მლნ.

ირანი _ 11.28 მლნ.

რუსეთი _ 119.4 მლნ.

აშშ _ 38 მლნ.

სომხეთი _ 14.23 მლნ.

უზბეკეთი – 373 ათასი დოლარი

უკრაინა – 340 ათასი,

ყაზახეთი _ 27 მლნ.

ჩინეთი _ 4.386 მლნ.

გერმანია _ 157 მლნ.

იაპონია _ 53 მლნ.

კუვეიტი _ 12 მლნ.

საერთაშორისო ინსტიტუტების ვალი 1.559 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცემათ

Date : 10.03.09 17:28

რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. მათთვის საცხოვრებელ კორპუსებს აეროპორტის გზაზე თავდაცვის სამინისტრო აშენებს.

ამის შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ჯარისკაცების მეუღლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

`თბილისი გადარჩა იმიტომ, რომ მათ გადაარჩინეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. რაც უფრო გადის დრო, არანაირი ეჭვი არ მეპარება, რომ რუსები თბილისში მოდიოდნენ. ის, რომ ჩვენ გადავრჩით და დღეს ბევრად უფრო დაცულები ვართ, თქვენი მეუღლეების სიცოცხლის ხარჯზე მოხდა და ეს ხალხი იმსახურებს, რომ მათ ოჯახებს ჰქონდეთ საცხოვრებელი დედაქალაქში,` – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველო – დემოკრატიის გზაზე გაჩერებული ქვეყანა

იცოდეთ რა იწერება მსოფლიოს გავლენიან მედიაში

Грузия – страна, остановленная на пути к демократии
Четыре года назад в своем выступлении на тбилисской площади Свободы президент США Джордж Буш назвал Грузию “путеводной звездой демократии”, пишет журналист The Washington Post Филипп Пэн. Однако теперь становится все яснее, что в ушедшей администрации поддержку демократии перепутали с личной поддержкой Михаила Саакашвили, который, в свою очередь, назвал в честь Буша проспект и направил войска в Ирак. Но этого оказалось недостаточно для наступления демократии, и теперь, пишет автор статьи, постсоветская республика оказалось на полпути между вчерашним авторитаризмом и так и не созданной демократической системой.

После “революции роз” 2004 года в Грузии, бесспорно, стало больше свободы, отмечает Пэн, появились хрупкие демократические институты – демократические СМИ, оппозиционные партии, выборы, судебная система. Но Вашингтон и Брюссель проглядели авторитарные замашки у человека, возглавившего демократические реформы, – Михаила Саакашвили. Понять, почему в Грузии не удается создать демократию, несмотря на финансовую помощь и особое внимание Запада, важно, подчеркивает издание, ведь за последнее десятилетие в ряде стран с молодыми демократиями произошел откат к авторитаризму.

Многие шаги Саакашвили, как, например, введение конституционной поправки, дающей ему возможность распускать парламент, или разгон антиправительственной демонстрации в ноябре 2007 года оправдывались необходимостью защитить демократию. Часто упоминался и мифический российский заговор, продолжает Филипп Пэн. Тем не менее, под шум об этом заговоре, кроме всего прочего, была закрыта крупнейшая независимая телекомпания “Рустави-2″. Сейчас, отмечает автор статьи, в Грузии нет цензуры как таковой, но большая часть СМИ под давлением перешла к бизнесменам лояльным Саакашвили. Редакторы отказываются брать материалы, оппозиционные к нынешнему правительству.

Много нареканий вызвали и выборы в начале 2008 года, на которых Саакашвили набрал 52% голосов. Тогда даже был инсценирован теракт рядом с одним из избирательных участков, чтобы отвлечь внимание наблюдателей. В прошлом году международная организация Freedom House исключила Грузию из списка демократических государств, напоминает журналист. Впрочем, часть вины лежит и на расколотой оппозиции, не способной выступить единым фронтом. Некоторые эксперты уверены, что дело в политической незрелости партий в Грузии. В то же время вторая партия в парламенте, христианские демократы, заверила издание, что “теряет терпение”, и, если обещанная Саакашвили вторая волна демократизации не начнется, может перейти к более радикальным мерам.

ინგლისური სრული ვერსია აქ დევს.
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte…9030802288.html

შეიძლება ჯარი მიტინგის დასაშლელად გამოიყენონ?

Posted in სხვა... by beqo123 on 2009/03/10

საკონტრაქტო პრინციპით დაკომპლექტებულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლისას გვიხაროდა, საბოლოოდ აღმოვფხვრით საბჭოთა არმიის გადმონაშთ «დედოვშჩინასო». ასეც მოხდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ არმიაში გაჩნდა ახალი პრობლემები, რომლებიც გარედან ნაკლებად ჩანს. აგვისტოს ომმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. 21-ე საუკუნეში და თანაც საქართველოში, ჩვენი მენტალიტეტის მიუხედავად, არმიაში ხელქვეითებს დედის გინებით რომ «მართავ», ეს უკვე ტრაგედიაა. ამ უგვან «ტრადიციას» საფუძველი 2005-2006 წლებში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა ჩაუყარა, რომელსაც მაშინვე მხარი აუბა გენშტაბის იმდროინდელმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლეიშვილმა. თათბირსა თუ საველე სწავლებაზე წარამარა ისმოდა დედის გინება (ამის მოწმეა ათიათასობით ტელემაყურებელიც) – იგინებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირველი პირები. ხელქვეითების ლანძღვა-გინებაში მათ მხარს მაშინვე უბამდნენ სხვადასხვა დონის მეთაურები… რას იტყვით, მშვიდობიანობის დროს გინებით გაბეზრებული ჯარისკაცი ომში ასეთი მეთაურისთვის თავს გაწირავს? სულაც არა. ეს აგვისტოს ომის დროს გამოჩნდა – ზოგიერთი დაჭრილი თუ დაღუპული მეთაურის (სხვადასხვა დონის) ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად თავი არავის გაუწირავს… როდესაც თუგინდ დისციპლინის დარღვევისთვის რამდენიმე ჯარისკაცს ერთმანეთს გადააჯაჭვავ, ხეზე მიაბამ და ტყეში მთელი ღამე საცვლების ამარა დატოვებ, ის ჯარისკაცი შენი პირადი მტერი ხდება. ქართული არმიის უდიდესი პრობლემაა კლანების შექმნა და ნეოპოტიზმი, ანუ ნათესაობის მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნა. ზოგიერთმა მეთაურმა აგვისტოს ომამდე თავისი ბრიგადები ნათესავებით გაავსო. ერთი მხრივ, რა ჯობს, თუკი ნათესავი მოგბაძავს და ქვეყნის დასაცავად სამხედრო ფორმას ჩაიცვამს, მაგრამ ეს ნათესავები ბრიგადებში (და არა მარტო იქ) დაუმსახურებლად ინიშნებოდნენ არასაბრძოლო მაღალ თანამდებობებზე, ჰქონდათ მაღალი ხელფასებიც და მეტი თავისუფლებაც. ის ოფიცერი, რომელსაც ეკუთვნოდა დაწინაურება (ნამსახურობისა და გამოცდილების მიხედვით), ხახამშრალი რჩებოდა, რაც ასევე აღვივებდა დაპირისპირებას სამხედრო ნაწილის შიგნით. ყოველ ახალ მეთაურს თავისი ახლობლები მოჰყავდა, ვისაც არ გაუმართლებდა და ვერ ნახავდა საახლობლოს, მისი სამხედრო კარიერა განწირული იყო. ქართული არმიის კიდევ ერთი ფარული სენია თაობათა ბრძოლა. თაობებში თავიდან ცხინვალისა და აფხაზეთის ომის მონაწილეები ითვლებოდნენ, რომლებიც 2004 წლიდან მალე ჩამოაშორეს არმიას, სამაგიეროდ, თაობების ბრძოლა გააგრძელეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სხვადასხვა წელს გამოშვებულმა ოფიცრებმა. უკვე ბევრს ნიშნავდა, ვინ ვისი ჯგუფელი ან კურსელი იყო. ჯერ ერთი «მიათრევდა» მეორეს, შემდეგ ეს უკანასკნელი მესამეს გაუწვდიდა დახმარების ხელს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არ არის, რომ სამხედრო აკადემიაში წლობით გვერდიგვერდ მყოფმა მომავალმა ოფიცრებმა იმეგობრონ და ერთმანეთს დაეხმარონ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ოფიცრების ხარჯზე, ვინც მათ თაობას არ ეკუთვნის. და მივედით ქართული არმიის ერთ-ერთ ახალ, მაგრამ ყველაზე საშიშ პრობლემასთან – შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს ბანკების ვალი აქვს. სამიოდე წლის წინ ქვეყნის ხელისუფლებამ შეაგულიანა სამხედროები, ბანკებიდან იაფი კრედიტები აეღოთ. ვერ გეტყვით, რამდენად იაფი აღმოჩნდა საბოლოოდ ეს საბანკო კრედიტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ ბევრი მათგანი სერიოზული საფინანსო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამაშიც აგვისტოს ომია დამნაშავე, ოღონდ არაპირდაპირ. ბევრი, ვინც საბანკო კრედიტი აიღო, იმედოვნებდა, რომ ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას აღებული მივლინების თანხით (მათ ამავდროულად, საქართველოში ხელფასი ენახებოდათ) შეძლებდნენ ბანკის ვალის დაფარვას. მაგრამ ომის დაწყებისთანავე ორი ათასამდე კაცი ერაყიდან სამშობლოში დააბრუნეს და მათი გეგმებიც დაიმსხვრა. აგვისტოს ომის შემდეგ სამხედროების არც ისე მცირე ნაწილი ელოდებოდა კონტრაქტის ვადის გასვლას 2009 წლის გაზაფხულზე და აღარ აპირებდა მის გაგრძელებას, მაგრამ მათ სწორედ საბანკო კრედიტების «მარყუჟი» აჩერებთ. მეტიც, პირად საუბრებში ზოგიერთი სამხედრო არ მალავს – თუკი ხელისუფლება მოგვცემს ბრძანებას უნებართვო მიტინგების დასაშლელად და ამისთვის პრემიებსაც დაგვირიგებს, ამ ბრძანებას შევასრულებთო… ძნელი სათქმელია, რამდენად გავრცელებულია ეს აზრი მთელ არმიაში, მაგრამ გამორიცხული არ არის საბანკო კრედიტების «მარყუჟში» მოქცეული სამხედროების ნაწილის შიდაპოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე ხელისუფლებიდან ვინმემ მართლაც იფიქროს. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გამოყენება შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად და მიტინგების (თუნდაც უნებართვოს) დასაშლელად სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასი იქნება. არმიის საქმე არ არის მიტინგების დაშლა. სამხედრომ არც იცის, ეს როგორ გააკეთოს. არმიამ ქვეყანა გარეშე მტრისგან უნდა დაიცვას, მტრისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითქმის შუაგულშია შემოსული…

http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.